აშშ-ის საელჩო კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება

სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2017 - 14:22

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება.

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში ახალი ცვლილებების მომზადების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მმართველი გუნდის მიერ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას მიესალმება. საუბარი, ასევე, საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებსა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხო.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებაც მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57