ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და მეკარე დაასახელა

ორშაბათი, 23 ოქტომბერი, 2017 - 23:34

მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი  კრიშტიანუ რონალდუ საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ფიფას დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, წლის საუკეთესო მწვრთნელად "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დაასახელეს, ამ ჯილდოზე მასთან ერთად "ჩელსის" ანტონიო კონტე და "იუვენტუსის" მასიმილიანო ალეგრი იყვნენ წარდგენილები.

წლის საუკეთესო მეკარედ   "იუვენტუსის" კაპიტანი ჟან ლუი ბუფონი აღიარეს. 

რონალდუმ 2016-17 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, არის  ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული,  ასევე მოგებული აქვს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი,  ესპანეთისა და უეფას სუპერთასი.

მანამდე, პორტუგალიის თავდამსხმელი ასევე  ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს, მას 13 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. რონალდუ  ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

პრესტიჟულ  ტიტულზე რონალდუსთან ერთად,  არგენტინელი ლიონელ მესი და ბრაზილიელი ნეიმარი იყვნენ წარდგენილები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58