გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა - კახა კალაძე

შაბათი, 21 ოქტომბერი, 2017 - 17:51

თბილისის მერობის კანდიდატი  კახა კალაძე მხარდამჭერებს და თანამებრძოლებს მადლობას უხდის და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში აქტიურობისკენ.

„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და თავისუფალ გარემოში. გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩემს მხარდამჭერებს: გააქტიურდით, მობრძანდით, შეასრულეთ თქვენი საზოგადოებრივი ვალი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და დავიწყებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის შენებას. თბილისი გაიმარჯვებს“ - განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.4
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57