ცესკოში რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება

შაბათი, 21 ოქტომბერი, 2017 - 00:48

2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 21 ოქტომბერს დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება  8:30 სთ, 10:30 სთ, 12:30 სთ, 15:30 სთ, 17:30 სთ, 20:30, როგორც ცესკოში აცხადებენ, ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.03
  • 3.37
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57