საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის თანამასპინძლობის სურვილი გამოთქვა

ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 2017 - 15:39

 საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. აღნიშნულის შესახებ განცხადება  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ გააკეთა. 

„ფიბა-ს ხელმძღვანელებთან უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი ფედერაციის სურვილი, ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს. მომავალ გაზაფხულს ფიბა-ს აღმასრულებელი ორგანო შეიკრიბება და საბოლოოდ გადაწყდება მომავალი ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ბოლო ორმა ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ტურნირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარება საკმაოდ მისაღებია. მართალია, 2021 წლის ევრობასკეტის მთლიანად ჩატარების წინასწარი სურვილით ესპანეთმა გამოთქვა, მაგრამ ვფიქრობ, ბოლო წლების დადებითი მაგალითი გადააწყვეტინებს ფიბა-ს, ფორმატი არ შეცვალოს და ტურნირის ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებმა უმასპინძლონ. ასეთ შემთხვევაში, გამოცხადდება ის პირობები, რაც ევრობასკეტის მასპინძლობის მსურველმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს და ჩვენ მზად ვართ, ამ მხრივ ვიმუშავოთ და ფიბა-ში უკვე ოფიციალური განაცხადი შევიტანოთ“", - განაცხადა მიხეილ გაბრიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ნოემბერში დაიწყება მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. რაც შეეხება კონტინენტურ პირველობას, ევრობასკეტზე მოსახვედრი შესარჩევი ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება.

ფიბა-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57