ამერიკაში ახალი თაობის ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავი წარმატებით გამოსცადეს

ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2017 - 21:04

ამერიკაში ახალი თაობის სამგზავრო ზებგერითი S-512 ავიალაინერის მოდელი SX-1.2 წარმატებით გამოსცადეს.  შემქმნელები  ვარაუდობენ, რომ წარმატებული ტესტირების შემდეგ, უფრო დიდი მოდელის  SX-1.3 ტესტირების შემდეგ,  Spike Aerospace-ი დაიწყებს სამომავლო თვითმფრინავის პროტოტიპის შექმნას, - იუწყება The Nation-ი.

კომპანიის ექსპერტების აზრით, საჰაერო ხომალდის შექმნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი,  2021 წელს პროტოტიპი იფრენს, ხოლო 2023 წლიდან Spike Aerospace- ი თვითმფრინავების  შემკვეთებისთვის მიწოდებას დაიწყებს.

მომავალი სამგზავრო ლაინერის მაქსიმალური სიჩქარე 1960 კმ/სთ-ში იქნება და საწვავი 11.5 ათას კილომეტრზეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57