ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2017 - 13:57

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობას მეოთხე ვადით გეგმავს და ამის შესახებ ბოლო მომენტში განაცხადებს, -  ამის შესახებ  სატელევიზიო არხი "Дождь" ფედერალურ ჩინოვნიკსა და კრემლში უშიშროების საბჭოს წყაროზე დაყრდნობით  იტყობინება.

როგორც ტელეარხის თანამოსაუბრე აცხადებს, პრეზიდენტი არ ჩქარობს და განცხადებას მოგვიანებით პარლამენტში ან დიდ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. კანონის თანახმად, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 7 დეკემბრიდან,  არჩევნებამდე  90-110 დღით ადრე დაიწყება და პრეზიდენტი ამ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ,  დეკემბრის დასაწყისში.

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტსაა დანიშნული. პრეზიდენტს რუსეთში 6 წლით აირჩევენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59