კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის თაობაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2017 - 15:47

საქართველოში კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი, ამ მიზნით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის საქმიანობა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე ჰუმანიტარული პროგრამები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბილიანა მილოშევიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საუბარი შეეხო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხუთწლიან სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებულ ადამიანთა ხვედრის გარკვევაზე, ასევე - ნეშტების მოძიება-ამოცნობასა და ოჯახებისთვის გადაცემაზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრს ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე ისაუბრა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ, თანამშრომლობის შედეგად, 2017 წელი, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების მიმართულებით, ყველაზე ნაყოფიერი იყო; ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ამოცნობისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი თითქმის გასამმაგდა.

პრემიერ-მინისტრმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძიებლად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული კოორდინატორი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში ლინა მილნერი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58