მარსელის რკინიგზის სადგურზე ორი გოგონა დანით მოკლეს

ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2017 - 12:11

საფრანგეთის სამხრეთით, მარსელის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შედეგად ორი გოგონა დაიღუპა.  17 და 20 წლის გოგონებს თავს  ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელიც დანით იყო შეიარაღებული.

თავდამსხმელმა ალაჰ აქბარ-ის შეძახილით, ჯერ ერთ გოგონას  ყელი გამოჭრა, ხოლო მეორე მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.

 თავდამსხმელი სადგურზე მორიგე სამხედრომ ადგილზე მოკლა.

საფრანგეთის  ხელისუფლების განცხადებით, მომხდარ ინციდენტს ტერორისტული თავდასხმის ყველა ნიშანი  აქვს, თუმცა  მოტივაცია უცნობია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57