“საზოგადოება 2030" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2017 - 13:47

“საზოგადოება 20/30“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"29 სექტემბერს, „საზოგადოება 20/30“-მა გაავრცელა შეფასება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია დამახინჯებულად გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ. კერძოდ, ისინი „საზოგადოება 20/30“-ის ამ შეფასებას წარმოადგენდნენ, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ „საზოგადოება 20/30“ წარმოადგენს სამოქალაქო-საზოგადოებრივ მოძრობას, სადაც გაერთიანებულები არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, 2016 წლის 9 ივნისს.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული საინიციატივო ჯგუფის საქმიანობაში და არც გავრცელებული შეფასება წარმოადგენს მის მოსაზრებას.

მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და თავი შეიკავონ დეზინფრომაციის გავრცელებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57