ევროპარლამენტი კატალონიის რეფერენდუმს კანონიერად აღიარებს

ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2017 - 12:03

ევროპის პარლამენტი კატალონიის რეფერენდუმს კანონიერად აღიარებს, - ამის შესახებ ავსტრიელი დეპუტატი და უწყების უფროსის მოადგილე ულრიკე ლუნაჩეკი აცხადებს.

როგორც ევროპარლამენტარი აცხადებეს,კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი კანონიერია, თუმცა ესპანეთის ხელისუფლებასთან შეთანხმება უნდა მოხდეს.

"პრინციპში, რეფერენდუმი კანონიერია,  როგორც შოტლანდიის მაგალითი გვიჩვენებს, ეს უნდა მოხდეს მადრიდთან კონსულტაციების შედეგად", - აცხადებს ლუნაჩეკი. 

მისივე განცხადებით, მადრიდმა უნდა შეწყვიტოს დიალოგის დაბლოკვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ  ის შოკში ჩააგდო კატალონიაში მიმდინარე მოვლენებმა და დაგმო პოლიციის ქმედებები, როდესაც პლებისციტის მხარდამჭერთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ხელკეტები გამოიყენეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.03
  • 3.37
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57