კატალონიის პარლამენტი დამოუკიდებლობას ცალმხრივად გამოაცხადებს

ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2017 - 11:29

კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, ავტონომიის პარლამენტი გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღებას  გეგმავს.

 ამის შესახებ  რეგიონის მთავრობის წარმომადგენელი ორიოლ ჟუნკერასი აცხადებს.

 "დიახ, ასეთ გადაწყვეტილებას მართლაც მიიღებს პარლამენტი", - დასძინა ჟუნკერასმა.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, მონაწილეთა 90-მა პროცენტმა ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფას და დამოუკიდებლობას დაუჭირა  მხარი.

ოფიციალური მადრიდი უარყოფს როგორც პლებისციტის შედეგებს, ასევე მის კანონიერებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59