კატალონიაში პოლიციის თანამშრომლებთან შეტაკების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ორშაბათი, 02 ოქტომბერი, 2017 - 11:13

კატალონიაში  პოლიციის თანამშრომლებთან შეტაკების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

როგორც ბარსელონას მერი ადა კალაუ Twitter-ში წერს, პოლიციის ქმედებები დაუცველი მოსახლეობის წინააღმდეგ გაუმართლებელია და უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში 1 ოქტომბერს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმი ჩატარდა, თუმცა პოლიციამ  315 უბნიდან 312 მათგანი დახურა და უბნებში  ამომრჩეველს შესვლისა და ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდა.

როგორც კატალონიის მთავრობა აცხადებს, რეფერენდუმი მაინც ჩატარდა და რეგიონის დამოუკიდებლობას 90 პროცენტზე მეტმა მისცა ხმა.

 პლებისციტის კანონიერება  ევროპარლამენტმა აღიარა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57