გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო კლიპის რეჟისორ გიორგი ებრალიძეს მადლობას უხდის

, 01 ოქტომბერი, 2017 - 19:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კლიპის რეჟისორ გიორგი ებრალიძეს მადლობას უხდის.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვიდეორგოლი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პარტიის წინასაარჩევნო კლიპი. „უპირველეს ყოვლისა, ეს არის გიორგი ცაბაძის ულამაზესი სიმღერა და რა თქმა უნდა, გიორგი ებრალიძის ძალიან კარგი ნამუშევარი. მას შეუძლია, ამდენი სითბო ჩადოს ვიდეორგოლში და იგრძნო საქართველოს გულისცემა, იგრძნო თითოეული ადამიანის სითბო. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი გამოვიდა. ვიდეორგოლში ნაჩვენებია საქართველოს ყველა კუთხე, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები - ჩვეულებრივი ადამიანები. დღეს დიდ ეკრანზე ვნახე და შეუძლებელია, მას ცრემლის გარეშე უყურო. მინდა, ყველამ ნახოს და ყველამ განიცადოს ჩვენი ქვეყანა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს ამ დღეს ადამიანობამ გაიმარჯვა და ეს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ არსებობს სახელმწიფოს წარმატება ადამიანის ბედნიერების გარეშე და სწორედ ამის მაჩვენებელია ეს ვიდეორგოლიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყველას მიულოცა მნიშვნელოვანი დღესასწაული - ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღე, რომელთან დაკავშირებითაც, ალავერდში დღეს ჩატარდა წირვა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებთან ერთად.

„ვფიქრობ, უდიდესი დღესასწაულია მთელი საქართველოსთვის, რომ დიდმოწამე დედოფალი ეწვია საქართველოს. ასე, რომ ბევრი რამით არის სიმბოლური დღევანდელი დღე და ყველას გილოცავთ!“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57