უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შესახებ მიღებული დოკუმენტი პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნა

პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 - 19:57

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა დოკუმენტი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შესახებ, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნა.

,,ვისაუბრეთ ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატებზე. იმ პროგრესზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ვისაუბრეთ ნატო-ს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, საქართველოს თავდაცვის გეგმაზე, განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ის წვრთნები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს და ის სირთულეები, რომლებიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, რუსული ოკუპაცია მიმდინარე საფრთხეა და ეს საფრთხე განელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოკუპაცია შეწყდება.

"ამჯერად, არ არის პირდაპირი ინდიკატორები, რომლებიც შეიძლება იყოს გადათარგმნილი მყისიერ საფრთხედ, მაგრამ ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, მილიტარიზაცია, წვრთნები, რომლებსაც შესაშური რეგულარულობით ატარებენ რუსები, რა თქმა უნდა, არის ხიფათის წყარო და ამაზე მუდმივად უნდა მიდიოდეს მსჯელობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს პარტნიორებთან, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრებმა განიხილეს ასევე: სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა - საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები; ასევე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო; რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57