ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2017 - 12:03
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტთან შეხვედრის მზადაა.
აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, ჟურნალისტებთან გააკეთა.
„თუ იქნება ამის სურვილი და ინტერესი და თუ ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ ეს შეხვედრა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.