თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნა

სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2017 - 21:03

საქარველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.

"დღეს ოფიციალურად გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი; დასრულდა საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესიც. ამ პროექტის განხორციელებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამიერიდან წელიწადში 4 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

ავიაციის განვითარება ყოველთვის იყო და არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან სწორედ ავიაბაზრის, აეროპორტებისა და სანავიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, მგზავრთა ნაკადის ზრდა და ფრენების ახალი მიმართულებების დამატება გახლავთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების წინაპირობა. ეს კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენი ხალხის ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა წინა წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით - საქართველოს ყველა აეროპორტში, როგორც სამივე საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტებში, მგზავრთა 48%-იანი ზრდა გვაქვს. ამ დროის მონაცემებით, თბილისის აეროპორტში ფრენები უკვე 42 ავიაკომპანიის მიერ 45 მიმართულებით განხორციელდა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ,,ტავ ჯორჯიას“, ,,ტავ ჰოლდინგს“ და ეკონომიკის სამინისტროს გაწეული სამუშაოებისთვის.

მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო გამოფენას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გულგრილს არავის დატოვებს. ეს არის უნიჭიერესი ონელი ახალგაზრდის, 18 წლის ზაურ გამყრელიძის ნამუშევრები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს იდეა, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოსაჩენად, მსგავსი გამოფენები მოვაწყოთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტებში, რათა ჩვენი ქვეყნის ყველა სტუმარს, საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მივცეთ შესაძლებლობა, გაიცნოს ჩვენი კულტურა, ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდების და ხელოვანების შემოქმედება. დარწმუნებულნი ვართ, რომ წელს ვიზეიმებთ მეშვიდმილიონე ვიზიტორის ჩამოსვლას საქართველოში, ამ მშვენიერ ახალ ტერმინალში!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57