აშშ-ში მზად არიან, სურთ და შეუძლიათ ჩრდილოეთ კორეის განადგურება - დონალდ ტრამპი რაკეტმენს აფრთხილებს

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი, 2017 - 11:01

აშშ-ს არ ექნება არჩევანი და ჩრდილოეთ კორეას  მთლიანად გაანადგურებს, - აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ამერიკის ლიდერის რანგში პირველად ესწრებოდა.

ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს რაკეტმენი (ადამიანი-რაკეტა) უწოდა, რომელიც  საკუთარი მკვლელობისა და რეჟიმის განადგურების მისიაში იღებს მონაწილეობას.

 "აშშ-ს ბევრის მოთმენა შეუძლია, ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერია, მაგრამ თუ ჩვენ საკუთარი  თავის ან ჩვენი მოკავშირეების დაცვას გვაიძულებენ,  ჩვენ  არჩევანი აღარ გვრჩება გარდა იმისა, რომ  მთლიანად განადგურდეს ჩრდილოეთ კორეა. აშშ-ში  მზად არიან,  სურთ და შეუძლიათ ჩრდილოეთ კორეის განადგურება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს არ დაგვჭირდება" - განმარტა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ამავე დროს,  ტრამპი ინიციატივით გამოვიდა, დააკვირდნენ, უახლოეს მომავალში როგორ მოიქცევა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

 "დროა, ჩრდილოეთ კორეამ გააცნობიეროს, რომ დენუკლეარიზაცია განსაზღვრავს მათ მომავალს", - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.03
  • 3.37
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57