ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლომ გაამართლა

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2017 - 18:29

„ქრონიკა +“-ის რედაქტორის  ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეზე სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა. 

დავით ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით  მარტის თვეში დააკავეს, რამდენიმე თვეში სასამართლო დარბაზიდან 15 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დავით ხარშილაძე სასამართლო პროცესზე ნარკოტიკის ჩადებასა და დაკავებაში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულა.  

დავით ხარშილაძის  დაცვის მხარე იმ სამართალდამცველების პასუხისგებას ითხოვს, რომლებიც ხარშილაძის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6