თბილისში პირველად - პეკინის გამზირზე ველობილიკი კეთდება

ორშაბათი, 18 სექტემბერი, 2017 - 11:11

პეკინის გამზირზე, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე, 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი კეთდება. ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ თბილისში პირველად კეთდება ასეთი ევროპული, თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით საველოსიპედო ბილიკი. ტროტუარი გაფართოვდა და კომფორტული იქნება როგორც ველოსიპედით, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის.

ველობილიკი, სავარაუდოდ, 21 სექტემბრიდან ამოქმედდება. 

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია და მოძრაობა სრულად აღდგენილია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59