თურქეთში პარხალის მონასტრის რეაბილიტაციაში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება

ოთხშაბათი, 13 სექტემბერი, 2017 - 13:21

16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პირველად, ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ტაო-კლარჯეთიდან ჩამოსული კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინფორმაციით, რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები - სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები ჩაერთვებიან.

„ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ძეგლის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს. მივესალმებით ამ ფაქტს და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.03
  • 3.37
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57