რუსეთმა და ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაეროს სანქციებს მხარი დაუჭირა

სამშაბათი, 12 სექტემბერი, 2017 - 11:42

გაეროს უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრმა მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების რეზოლუციის პროექტს, იუწყება Reuters-ი.  გამოცემის მიხედვით, გაეროს სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ  რუსეთი და ჩინეთიც შეუერთდა.

რეზოლუცია ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეის ტექსტილის ექსპორტის აკრძალვას, რომელიც  ერთ-ერთი მთავარი რესურსია ქვეყნის ბიუჯეტის შესავსებად. ამასთანავე, მკაცრი ლიმიტები დაწესდა ნავთობპროდუქტებზე, კერძოდ ნედლი ნავთობისა და კონდენსატების მიწოდებაზე.

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოცდებს 2006 წლიდან ახორციელებს.  ამ ხნის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭომ ცხრა რეზოლუცია  მიიღო, რომელიც თანდათანობით ამკაცრებს ფხენიანის წინააღმდეგ  სანქციებს, თუმცა ბირთვული იარაღის ტესტირება არ შეუწყვეტია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59