ამერიკულ თვითმფრინავებს ირანის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აეკრძალა

სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2017 - 22:19

ამერიკულ თვითმფრინავებს ირანის საჰაერო სივრცის გადაკვეთა  აეკრძალა, აკრძალვა ეხება ასევე სამოქალაქო ავიაციას, - იუწყება  სააგენტო Fars-ი,   ირანის საჰაერო თავდაცვის ბაზის მეთაურის ამირ ფარზადა ესმალის განცხადებაზე დაყრდნობით.

"ჩვენ არ შეგვიძლია დემონსტრირება ორმაგი სტანდარტების. ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის თვითდაჯერებული  მსოფლიო ლიდერი.  ჩვენ არ დავუშვებთ ამერიკულ თვითმფრინავებს ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში, თუნდაც  მგზავრების გადაყვანისთვის ", - დასძინა ფარზადა ესმალიმ.

ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემთხვევაში,  ნებისმიერი ამერიკული ხომალდი დაუყოვნებლივ მიიღებს საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზისგან გაფრთხილებას. 

 რამდენიმე დღის წინ თეირანში საჰაერო თავდაცვის კომპლექსის Bavar-373-ის ტესტირება მოხდა, კომპლექსის ყველა კომპონენტი ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზეა დამზადებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59