კახა კალაძე თბილისში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მიზნით, GWP-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს

ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2017 - 21:11

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დედაქალაქში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს.

ამის შესახებ კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, წყალმომარაგება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის მოგვარება მერიის პირდაპირი საქმიანობა არ არის, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროცესში აქტიური ჩართულობაა საჭირო.

„უახლოეს პერიოდში ვგეგმავ, GWP-ის ხელმძღვანელობას შევხვდე და მომდევნო წლების გეგმებს გაგაცნობთ, თუ რას აპირებს ეს კომპანია, რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება და რა თანხები დაიხარჯება“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემის სრულად გადაჭრას თბილისის ყველა უბანში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57