სააკაშვილი საშიშია თავისი გამოცდილებით, გავლენით, პოლიტიკური ალღოთი და ენერგიით - სერგეი გაიდაი

, 03 სექტემბერი, 2017 - 16:21

უკრაინელი პოლიტოლოგი სერგეი გაიდაი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრობს.

პოლიტოლოგის თქმით, პოროშენკოსთვის მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საშიშია თავისი რეიტინგებით და მხარდაჭერით.

სერგეი გაიდაის თქმით, პოროშენკო ყველაფერს გააკეთებს სააკაშვილის მოსაშორებლად, იმიტომ რომ სააკაშვილი მისთვის საშიშია დღევანდელი  პოლიტიკური რეიტინგებით და ხალხის მხარდაჭერით. სოციოლოგები ამბობენ, რომ ეს ჯერ არ არის სააკაშვილის მთლიანი რესურსი. რაც შეეხება პრეზიდენტის მასთან დაპირისპირებას, ეს მის რეიტინგს კიდევ უფრო ზრდის.

"ის საშიშია უკრაინის პრეზიდენტისთვის თავისი გამოცდილებით, გავლენით, პოლიტიკური ჭკუით და ენერგიით. მას შეუძლია პეტრო ალექსეევიჩის მთავარი კოზირი გაანადგუროს -  "ვერავინ ვერ პასუხობს შეკითხვას - არის თუ არა პავოშენკოსა და ამჟამინდელი მთავრობის ალტერნატივა და ვინ არიან?". სააკაშვილს შეუძლია ამ კითხვაზე პასუხი გასცეს უკრაინელებს", - აცხადებს - სერგეი გაიდაი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59