ამერიკაში რუსეთის გენსაკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება პირადად დონალდ ტრამპმა მიიღო

ხუთშაბათი, 31 აგვისტო, 2017 - 22:44

ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში სავაჭრო წარმომადგებლობების, ასევე სან-ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება პირადად ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა.

"დიახ, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო",  - განაცხადა სანდერსმა  თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, შეერთებულმა შტატებმა დღეს უკვე მიმართა რუსულ მხარეს, რომ  2 სექტემბრამდე დაიხუროს სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულო და სავაჭრო წარმომადგებლობები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში.

აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე რუსი დიპლომატების გაძევების საკითხი არ განიხილება, დახურული შენობები კი  რუსეთის საკუთრებაში დარჩება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59