ბორჯომში ჩამოვარდნილ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ორშაბათი, 28 აგვისტო, 2017 - 13:42

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი - "მი-8" ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან ამოიტანეს.

საფრენი აპარატის წყლიდან ამოტანის სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სამაშველო ღონისძიებაში შესაბამისი მძიმე ტექნიკა იყო ჩართული. ვერტმფრენის წყლიდან ამოტანის პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დაეწრო.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს დღეს თბილისში, ექსპერტიზაზე გადაიტანენ.

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57