თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

პარასკევი, 21 ივლისი, 2017 - 11:19

თურქეთის სანაპიროზე  მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, მიწისძვრის გამო   საავადმყოფოებს  ბოდრუმის 70 მცხოვრებმა მიმართა. დაშავებულებს აღენიშნებათ დაჟეჟილობები და მოტეხილობები.

ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა მიწისძვრის შედეგად  საბერძნეთის კუნძულ კოსზე. კუნძულზე დანგრეული და დაზიანებულია შენობები. 

ძლიერი მიწისძვრა  თურქეთის სანაპიროზე  ადგილობრივი დროით  1:31  საათზე,  საკურორტო ქალაქ ბოდრუმიდან 12 კილომეტრში, 10 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59