საქართველოს და უკრაინას საერთო მიზნები, საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევები აქვთ - პეტრო პოროშენკო

ოთხშაბათი, 19 ივლისი, 2017 - 12:18

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს და მარინა პოროშენკოს პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით სახელმწიფო სადილი გაიმართა.

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და უკრაინელ და ქართველ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საქართველოს და უკრაინას საერთო მიზნები, საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევები აქვთ.

"2008 წელს საქართველოს უბედურება უკრაინის უბედურება გახდა. ამ რთულ დროს ჩვენ მუდმივად თქვენთან ერთად ვიყავით და უკვე 2014 წელს უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიისას მაშინვე ვიგრძენით ქართველი ხალხის მხარდაჭერა. რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ვინც უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58