პუტინთან შეხვედრამდე, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს დათმობების სიის შედგენა დაავალა

ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017 - 22:56

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  მრჩევლებს დაავალა, განსაზღვრონ ის დათმობები, რაზეც შეიძლება წასვლა  მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მოლაპარაკებების დროს, - იუწყება he Guardian-ი.

გამოცემა  არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი საკითხი ნიუ იორკსა და მერილენდში დიპლომატიური რეზიდენციების დაბრუნებას შეეხოს.

სავარაუდოდ, დათმობების სიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო განსაზღვრავს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი მაიკლ ენტონი გამოცემასთან აცხადებს, რომ ლიდერებს შორის  შეხვედრის ფორმატი არ არის დამტკიცებული და არც  "დათმობების სია" არ არის მისთვის ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57