აშშ-ს ელჩის მოადგილემ სუს-ის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა

შაბათი, 24 ივნისი, 2017 - 12:02

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის სახელით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის და აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა.

ნიკოლას ბერლინერმა მადლობის სიგელები სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროს ირაკლი ჩიმაკაძეს და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს უფროს მერაბ შენგელიას გადასცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6