წვევამდელებმა ფიცი უჯარმის ციხეზე დადეს

პარასკევი, 23 ივნისი, 2017 - 14:02

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 99 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონიალი უჯარმის ციხეზე გაიმართა. დღეიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები სპეციალური ოპერაციების ძალებში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

წვევამდელებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ საქრთველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება მიულოცა და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

კურსის განმავლობაში გამოვლენილი უნარ-ჩვევებისთვის 41 სამხედრო მოსამსახურე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა. მათ ჯილდო ფიზიკური ნორმატივების მაღალხარისხიანად ჩაბარებისთვის, საშტატო იარაღით სროლისას, დასკვნითი თეორიულ ტესტირებასა და სპორტული ღონისძიებების დროს მაღალი შედეგის მიღებისათვის გადაეცათ.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ახალგაზრდებმა საბრძოლო მომზადება მუხროვანის სამხედრო ბაზაზე განახლებული პროგრამით გაიარეს. მომზადება იმ კურსს შეესაბამებოდა, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. წვევამდელებმა 3 თვის განმავლობაში სრულფასოვანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს.

სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.1
  • 3.53
  • 0.04
  • 0.47
  • 1.58