ირაკლი კობახიძემ პარლამენტარებს ერთსულოვნებისათვის მადლობა გადაუხადა - პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

ხუთშაბათი, 22 ივნისი, 2017 - 17:01

 რიგგარეშე სხდომის ფორმატში ორდღიანი განხილვების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ერთხმად - 115 ხმით დაუჭირა მხარი. ასევე, ერთხმად, 115 ხმით იქნა მიღებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“.

„მადლობას გიხდით ერთსულოვნებისთვის და ნამდვილად ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.

კონსტიტუციური კანონის პროექტებზე მეორე მოსმენით მსჯელობას პარლამენტი ხვალ, 12:00 საათზე, რიგგარეშე სხდომაზე გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58