ზაზა ფაჩულიას ბიძინა ივანიშვილი 2018 წელს პრეზიდენტის პოსტს სთავაზობს

პარასკევი, 16 ივნისი, 2017 - 21:26

ცნობილ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას ბიძინა ივანიშვილი 2018 წელს პრეზიდენტის პოსტს სთავაზობს, - ამის შესახებ გაზეთ "ქრონიკას" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს.

როგორც ელისო კილაძე აცხადებს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბერა ივანიშვილი სწორედ ამისთვის იყო ჩასული ამერიკაში.

"როგორც ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა მაცნობეს, ბერა ივანიშვილი ამერიკაში ზაზა ფაჩულიასთან საგანგებო მისიით იყო ჩასული. ბიძინა ივანიშვილი ცნობილ კალათბურთელს 2018 წელს პრეზიდენტის პოსტს სთავაზობს! პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, ქართველი ხალხი იმსახურებს ნორმალურ ხელისუფლებას, პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს და არა მარიონეტს.  სპორტსმენებმა მიხედეთ სპორტს და არ გაეკაროთ პოლიტიკას. ნუ გაუ-ბერა-ვთ", - აცხადებს ელისო კილაძე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58