ევროკომისიამ Facebook 110 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 13:07

ევროკომისიამ WhatsApp-ის შეძენისას, არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის, Facebook-ი 110 მილიონი ევროთი დააჯარიმა, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

როგორც გამოცემა ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ფეისბუქი აცხადებდა, რომ მესენჯერისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების ექაუნთების დაკავშირება შეუძლებელი იყო, თუმცა 2016 წლის აგვისტოში WhatsApp-მა განაცხადა, რომ "ფეისბუქმა" შეცვალა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა და WhatsApp-ის მომხმარებლების ნომრების Facebook-ის ექაუნთებისთვის დაკავშირება  შესაძლებელი გახდა.

ევროკომიის წარმომადგენლის განცხადებით,  ჯარიმის  თანხის ოდენობა სრულად  შეესაბამება დარღვევის მასშტაბებს  და კომპანიის გაფრთხილებას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58