რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც რაღაცის ეშინია - ვლადიმერ პუტინი

ორშაბათი, 15 მაისი, 2017 - 20:26

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც  რაღაცის ეშინია. ამდენად, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ჩინეთის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა. 

"ჩინეთის ქმედებები რუსეთის შთანთქმას არ ისახავს მიზნად. ჩვენ ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და არ ვღებულობთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენთვის საზიანო იქნება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მხოლოდ ის წინადადებები განიხილება, რომლითაც ქვეყანა ისარგებლებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.1
  • 3.53
  • 0.04
  • 0.47
  • 1.58