მზიურის კორტებს ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა

ოთხშაბათი, 03 მაისი, 2017 - 14:36

მზიურში მდებარე საჩოგბურთო კომპლექსს ლეგენდარული ქართველი მოთამაშის ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა. 

როგორც "ჯეონიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რჩევით მიიღო.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით კორტებზე სიმბოლური დაფა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი უმცროსი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოსული ალექსანდრე მეტრეველი დაესწრნენ.

„პირადად ვულოცავ ბატონ ალექსანდრეს დღევანდელ დღეს. ის ლეგენდარული ქართველი სპორტსმენია და რაც არანაკლებ სასიამოვნოა, ძალიან კარგი პიროვნებაა, რაც მის სიდიადეს დამატებით ხიბლს სძენს. თბილისი, ისევე, როგორც საქართველო, რეგიონის სპორტულ ცენტრად ყალიბდება და ეს საჩოგბურთო კომპლექსი ჩემი სიტყვების ნათელი დადასტურებაა. იცით, რომ აქაურობა ამ ცოტა ხნის წინ სრულად გადაეცა ჩოგბურთის ფედერაციას. სასიხარულოა, რომ უკვე მოძიებულია კერძო ინვესტორი, რომელიც ორ კორტს გადახურავს და სპორტსმენები ყველანაირ ამინდში ივარჯიშებენ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ალექსანდრეს და ჩოგბურთის ყველა გულშემატკივარს“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. „

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59