პუტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ლიდერია - ოლივერ სტოუნი რუსეთის პრეზიდენტზე ფილმს იღებს

, 30 აპრილი, 2017 - 13:51

ამერიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შესახებ  ფილმს იღებს. ამის შესახებ რეჟისორმა Sydney Morning Herald-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ოფიციალურად, ფილმის გადაღების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ამერიკელი რეჟისორი ამბობს, რომ ფილმი ეკრანებზე მალე გამოვა.

"ეს არ არის  დოკუმენტური ფილმი, ესაა კითხვა-პასუხის ფორმატი", - განაცხადა სტოუნმა.

მისი თქმით,  ფილმის გადაღების გამო, ის და მისი გუნდი პუტინს ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ შეხვდა.

"პუტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ლიდერია, სანამ  შეერთებული შტატები  მას მტრად - დიდ საფრთხედ - მიიჩნევს, ვფიქრობ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ, რას ამბობს ის" - განაცხადა ოლივერ სტოუნმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58