ბოდეს მუზეუმიდან 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტა მოიპარეს

ორშაბათი, 27 მარტი, 2017 - 16:15

ბერლინში, ბოდეს მუზეუმიდან  ოქროს მონეტა, სახელწოდებით "დიდი ნეკერჩხლის ფოთოლი"  მოიპარეს. მონეტა, რომლის მინიმალური ღირებულება ერთ მილიონ დოლარს შეადგენს,  53 სანტიმეტრი დიამეტრისაა და 100 კგ-ს იწონის.

მონეტაზე ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II-ია გამოსახული, ხოლო მის შექმნაზე 3.7 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

პოლიციის ვერსიით, მონეტის გატანა ერთ ადამიანს არ შეეძლო, მძარცველები კი მუზეუმში ფანჯრიდან შევიდნენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.4
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57