ებრაულ სახლში ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ოთხშაბათი, 28 დეკემბერი, 2016 - 17:45

ებრაულ სახლში ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  ისრაელის ელჩმა შაფთაი ცურიმ მიიღო.  

მიღებას ესწრებოდნენ პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია, ასევე ქართველი და ებრაელი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.

ხანუქას დღესასწაულზე ერთ-ერთი სანთელი პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარემ, განათლებასა და მეცნიერებაში არსებული პრობლემების შემსწავლელი წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭოს თანათავმჯდომარემ  დენის დავითაშვილმა აანთო.

მიღებას უძღვებოდა  კლუბ "26 საუკუნის" ხელმძღვანელი ზაირა დავარაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6