ამერიკის დაზვერვის სამსახურის შეფი სირიასა და დონბასში მომხდარ სისხლისღვრაში ამერიკის წვლილსაც ხედავს

სამშაბათი, 27 დეკემბერი, 2016 - 21:15

ამერიკის დაზვერვის სამსახურის შეფი ჯონ ბრენანი პოსტის დატოვებამდე აცხადებს, რომ სირიასა და დონბასში მომხდარ სისხლისღვრაში გარკვეულწილად, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მიუძღვის წვლილი.

აღნიშნულის შესახებ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ამერიკის საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ჯონ ბრენანი აცხადებს,  სირიასა და დონბასში ძალადობის შეწყვეტა და პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარება გარე ძალების ჩარევის  გარეშე ვერ მოგვარდება. რაც შეეხება სირიის კონფლიქტს,  ბრენანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო გადამწყვეტი გავლენის მოხდება სირიის მოვლენებზე, რომელიც რაღაც მომენტში  კონტროლს აღარ დაექვემდებარა.

 "მაშინაც კი, როცა ასეთი ძლიერი ქვეყანაა ამერიკა, მოვლენებზე გავლენის მოხდენისთვის შეზღუდული აქვს შესაძლებლობები", - განაცხადა  ჯონ ბრენანმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57