მე და ლარი - დათო ქაქუთიამ ლარს ლექსი მიუძღვნა

ხუთშაბათი, 01 დეკემბერი, 2016 - 16:53

მე და ლარი - ჟურნალისტმა დათო ქაქუთიამ ლარს ლექსი მიუძღვნა.

ახლა  როცა ამ სტრიქონს ვწერ, ჰეჯირება გულს ეცემა,

კურსი, დოლარის მონაქროლი, ევროს ზღაპარს მეუბნება.

მთავრობისგან შეპირებებს ვერ ვივიწყებ, მაინც მჯერა

ლარი არხევს და ატოკებს თავის ნიშნულს საცოდავად,

მთავრობა კი პრემიებით , ისე არის გაზლუქული,

ისე არის სავსე ფულით, ვით ცრემლებით ეს წერილი.

საიდუმლო შუშის სახლი ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ კურსით ჩემი გული.

დიდი ხნიდან ბანკის სესხებს მეც ამ ჯიბით დავატარებ,

არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მინისტრებმა , თუ რა ნაღველს იტევს გული,

ან რა არის მის სიღრმეში უფულობით შენახული.

ვერ მომპარავს ბანკი უკვე, რაც არამაქვს, რაც წამართვა,

საიდუმლოს ვერ მომტაცებს ონლაინი სესხის ხვეწნა.

ვერც ძილის დროს რეკლამები, ვერც მესიჯი საყვარელი,

ვერ წამართმევს, რაც წარსულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

ხოლოდ ლარმა, ერთ დროს კარგად მყოფმა ლარმა,

იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმაც,

ლარმაც. იცის - როგორ დავრჩი ასე, როგორ შემრჩა ბევრი ვალი,

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ლარი, მე და ლარი!

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6