გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანდა

ოთხშაბათი, 30 ნოემბერი, 2016 - 13:58

ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე „დემოკრატიული პარტიის“ წევრი ხდება. სანიკიძე  პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ  პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა.

 „მე ბატონ გუბაზს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, არა მხოლოდ პიროვნულად, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. შემიძლია ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვთქვა რაც, ჩემი აზრით, უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკოსის შეფასებაში. გუბაზ სანიკიძე არის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველო, არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ეს არის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის პოლიტიკოსის შეფასებებში, როდესაც ადამიანითვის უპირველესი არის სამშობლო და ქვეყნის ინტერესები“, -  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ მასაც და გუბაზ სანიკიძესაც ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას:

„ქვეყანას ემუქრება საფრთხე, რომ მან დაკარგოს სახელმწიფოებრიობა და გადაიქცეს უბრალო ტერიტორიად, იმიტომ რომ ქვეყანა იყიდა ერთმა ადამიანმა, რომელსაც უნდა საქართველოს ჯიბეში ჩადება და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები მას უბრალოდ ხელს შეუშლის საკუთარი მიზნების განხორციელებაში. ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, ჩვენთვის მნიშნელოვანია ის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და გააგრძელოს სახელმწიფოს მშენებლობა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარტიის ლიდერმა ასევე დიდი იმედი გამოთქვა იმისა, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში გუბაზ სანიკიძესთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58