ტაილანდში პენსიონერების ავტობუსი ხრამში გადავარდა - არიან დაშავებულები

სამშაბათი, 22 ნოემბერი, 2016 - 16:15

ტაილანდში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც 36 ასაკოვანი მგზავრი იჯდა, მთის ფერდობზე 70 მეტრიან ხევში გადავარდა. როგორც The Bangkok Post-ი იუწყება, ინციდენტის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20  დაშავდა.

უბედური შემთხვევა უტარადიტის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი გამგებლის განცხადებით, ავტობუსს მხოლოდ ერთი კარი ქონდა, რის გამოც მაშველებს ამწეების დახმარებით ძალიან ფრთხილად მოუხდათ მისი აწევა.

გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ავტობუსის მძღოლმა ხევში გადავარდნამდე მოასწრო გადმოხტომა. ამ დროისათვის იგი საავადმყოფოში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58