ჰააგის ტრიბუნალმა, შალვა ნათელაშვილის სარჩელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დააკმაყოფილა

ორშაბათი, 24 ოქტომბერი, 2016 - 15:49

ჰააგის ტრიბუნალმა, შალვა ნათელაშვილის სარჩელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა გააკეთა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქმე ეხება  ბიძინა ივანიშვილის მიერ ანგოლაში რუსული იარაღის მიწოდების საკითხს, ხოლო მეორე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საყდრისისათვის არქეოლოგიური ზონის გაუქმების განკარგულებას. „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ტრიბუნალს მიმართავს და იმ პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, რომელიც საქმეზე გამოძიების დასაწყებადაა აუცილებელი.

ლეიბორისტების ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ანგოლაში სამოქალაქო ომისას 790 მილიონი დოლარის რუსული იარაღის კონტრაბანდასა და საქართველოში ოქროს მოსაპოვებლად 4500 წლოვანი კულტურის ძეგლის საყდრისის განადგურებაში ადანაშაულებს.

როგორც ნათელაშვილი აცხადებს, ივანიშვილს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბებისა და ხელისუფლების უზურპაციისთვის აუცილებლად დასვამენ საბრალდებო სკამზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6