ერთ დღეს კაცობრიობა ამის აღიარებას შეძლებს - ფრანგები ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდიან

ორშაბათი, 17 ოქტომბერი, 2016 - 23:04

ფრანგები  ერთსქესიანთა ქორწინებას აპროტესტებენ და პარიზში გამართულ ფართომასშტაბიან აქციაზე  იმ კანონის გაუქმება მოითხოვეს, რომელიც 2013 წელს მიიღეს. აქციაზე 200 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ოჯახებით იყვნენ მისულები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია როგორც ერთსქესიანთა ქორწინება, ასევე მათთვის შვილების ყოლა.

"მე აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის ოჯახს  ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.  ყველა ბავშვს აქვს უფლება, ჰყავდეს  დედა და მამა, ერთ-ერთის გამორიცხვა ბუნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს კაცობრიობა  ამის აღიარებას შეძლებს",  - აცხადებს აქციის მონაწილე სელინ მარი.

ამასთან, აქციის  ორგანიზატორები აპირებენ, მომავალ წელს,  2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატებმა  მტკიცე დაპირება გასცენ, რომ  საფრანგეთში  გეი ქორწინება აღარ იქნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.03
  • 3.37
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57