რუს სამხედროს გიუმრიში ოჯახის ამოხოცვისთვის სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს

სამშაბათი, 23 აგვისტო, 2016 - 13:22

გიუმრიში შვიდი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ რუს ჯარისკაცს ვალერი პერმიაკოვს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა.

რუსმა სამხედრო მოსამსახურემ დანაშაული აღიარა. სასამართლომ მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

შეგახსენებთ, გასული წლის 12 იანვარს, სომხეთში, გიუმრიში, რუსი სამხედრო ავეტისიანების სახლში შეიჭრა და ოჯახის ექვსი წევრი დახოცა. წლინახევრის ბავშვი ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის  დღესვე, სომხეთის საზღვარზე თურქეთში გადასვლის მცდელობისას დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6