თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები იწყება

პარასკევი, 29 ივლისი, 2016 - 12:13

თბილისის მერიის ინფორმაციით,  მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები იწყება, შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები 1 აგვისტოდან, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-ში შეძლებენ.

სარემონტო სამუშაოებისა და სივრცის შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს შესთავაზებს: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული მომსახურების სივრცე; სწრაფი მომსახურება; გაზრდილი სამუშაო საათები და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით); სრულფასოვანი და კვალიფიციური კონსულტაცია; სერვისების ხელმისაწვდომობა ყველა რაიონულ გამგეობაში; მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად.

 თბილისის მერია მოქალაქეებს დროებით შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57