„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს

შაბათი, 02 ივლისი, 2016 - 23:00

ახალი პოლიტიკური პარტია „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ხვალიდან იწყებს.

პარტია შეხვედრებს დასავლეთ საქართველოში - ქუთაისში, ბაღდათში, ფოთში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ბათუმში, ქობულეთსა და ზესტაფონში გამართავს. შეხვედრები ასევე გაიმართება თბილისში - ჩუღურეთის, თემქის, გლდანის რაიონებსა და ლილოს დასახლებაში.

პარტიის ლოზუნგია - "თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!", მთავარი მესიჯი კი - "არა კოჰაბიტაციას!" და "არცერთი ხმა - ნაც.მოძრაობასა და მის სატელიტებს!".

როგორც პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი ლაშა სტურუა „ჯეონიუსთან“ აცხადებს, მოძრაობა საზოგადოებას შესთავაზებს ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ხედვას - ე.წ. "ამოტრიალებული პირამიდის" სახით, როგორც ბოლო 25 წლიანი სტაგნაციის ალტერნატივას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.01
  • 3.36
  • 0.04
  • 0.49
  • 1.57