„კრწანისის“ სასროლეთზე სნაიპერული შაშხანიდან სროლაში შეჯიბრება გაიმართა

პარასკევი, 24 ივნისი, 2016 - 17:16

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ სასროლეთზე სნაიპერული შაშხანიდან სროლაში შეჯიბრება გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების დაქვემდებარებული ბრიგადებიდან, სპეციალური ოპერაციული ძალების რეინჯერთა ბატალიონიდან, ასევე ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადებიდან სპეციალურად შერჩეული სნაიპერთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრება ოთხ ეტაპად ჩატარდა. პირველ და მეორე ეტაპებზე სამხედრო მოსამსახურეებმა 100-იდან 600 მეტრამდე დისტანციაზე სხვადასხვა საცეცხლე პოზიციებიდან ისროლეს, მესამე ეტაპი 200-დან 500 მეტრამდე ღამის სროლებს მოიცავდა, ხოლო, მეოთხე ეტაპზე სნაიპერებმა 700-იდან 900 მეტრის მანძილზე ისროლეს. შეჯიბრებაში გამარჯვებულები ქულათა საერთო ჯამის დათვლით გამოვლინდნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის სპეციალურად შერჩეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა როგორც გუნდურ ასევე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გაიმარჯვეს. დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულებს თასი და მედლები გადაეცათ.

სპორტული ღონისძიების ორგანიზებას და დაკვირვებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველო აწარმოებდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57